logo
ENG



მანქანებზე წარწერისთვის "მე რუსი ვარ" ლატვიის პოლიცია მძღოლებს დააჯარიმებს

26 სექ 202308:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/26/837jzy5cpyjjmnb.jpg

ლატვიაში სატრანსპორტო საშუალებებზე სტიკერისთვის "მე რუსი ვარ" მძღოლებს დააჯარიმებენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ "პოტენციურად პროვოკაციული წარწერები რუსულ ენაზე" მიუღებელი პრაქტიკაა.

ასე გამოეხმაურა ლატვიის პოლიცია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული მანქანის ფოტოს ლატვიური სანომრე ნიშნით და წარწერით "მე რუსი ვარ".

უწყებაში განმარტეს, რომ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი შინაარსის სტიკერები შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სამხედრო აგრესიის გზავნილი ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერის გამოხატვა.

ლატვიის პოლიციამ განაცხადა, წარწერის აღმოჩენისთანავე სამართალდამცავები მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ, ხოლო კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში, "პროვოკაციული წარწერების" გამომქვეყნებელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან.


close დახურვა